ღმერთი, ოჯახი და ქვეყანა ყველაზე მნიშვნელოვანია, – აშშ-ს ლიდერი

დეიტონში, ტრადიციული მოტორბოლის გახსნაზე აშშ-ს ლიდერმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ ღმერთი, ოჯახი და ქვეყანა ყველაზე მნიშვნელოვანია.
მან მადლობა გადაუხადა ასევე რბოლაზე ჩამოსულ „ათობით ათას პატრიოტს“.
„რბოლის მონაწილეებს არასდროს ავიწყდებათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, ოჯახი და ქვეყანაა“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ტრამპი აშშ-ს მეორე ლიდერია, რომელიც დეიტონის რბოლას დაესწრო.