ირაკლი შოთაძე მომხდარი ინციდენტის გამო თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებისას მომხდარი ინციდენტის გამო თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდგომ გამოეხატათ თავისი კრიტიკული პოზიცია. მაგრამ, რეალობა ისაა, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი ძალიან მწარედ ცდებიან. უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ქმედებებით შეურაცხყოფილები მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან. ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. ნათქვამია – მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა“ . ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით სწორედ ესაა“, – განაცხადა შოთაძემ.