შოთაძის ღირსეულობას ოპონენტების გაღიზიანება ადასტურებს, – დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის დავით მათიკაშვილის აღნიშვნით შოთაძის ღირსეულობას ოპონენტების გაღიზიანება ადასტურებს.

„ჩვენი ოპონენტები, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები ვერ მალავენ გაღიზიანებას და აგრესიას. ეს გასაგებიცაა, რადგან სწორედ ამ პიროვნების სახელთანაა დაკავშირებული ბევრი სისტემური დანაშუალის გამოძიება და გახსნა, რომელიც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო ჩადენილი. მათი გაღიზიანება ერთგვარი იდიკატორიც არის, სწორედ იმ კუთხით, რომ დიახ, ირაკლი შოთაძე ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას. ჩვენ მოვუსმენთ მას. იქნება კითხვები როგორც უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან და მოვისმენთ პასუხებს. ამ პიროვნების მთავარი პროურორობის დროს გაიხსნა გირგვლიანის, გელაშვილის საქმე. დადგა მაღალჩინოსნების მიმართ განაჩენები,რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს ჩადიოდნენ დანაშუალს”, – აცხადებს მათიკაშვილი.