მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება?

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ პოლიტიკაში აქტიურად დაბუნებას აპირებს.

„ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია – არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, – დაწერა მარგველაშვილმა.