„ირაკლი შოთაძე იქნება საარჩევნო პროკურორი” – ლევან კობერიძე

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ „ირაკლი შოთაძე იქნება საარჩევნო პროკურორი, მისი მთავარი ფუნქცია და მიზანი იქნება გააძლიეროს პროკურატურის პოლიტიკური წნეხი პოლიტიკურ ოპონენტებზე“.

მან დსძინა, რომ მისი პარტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას დაესრება, რათა ირაკლი შოთაძეს მოუსმინოს.

„ჩვენ გვექნება მწვავე კითხვები შოთაძესთან. მიგვაჩნია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა და არა ტექნიკური უნივერსიტეტის საბჭოსი. კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ეს არის მისი ფავორიტი კანდიდატი”, – განაცხადა კობერიძემ.

მას შოთაძესთან როგორც პოლიტიკური, ასევე წმინდა სამართლებრივი კითხვები ექნება, დასძინა დეპუტატმა.

„ჩემი აზრით, შოთაძე იქნება საარჩევნო პროკურორი და მისი მთავარი ფუნქცია და მიზანი იქნება გააძლიეროს პროკურატურის პოლიტიკური წნეხი პოლიტიკურ ოპონენტებზე, ოპოზიციის ლიდერებზე და ყველა იმ აქტიურ ადამიანზე, რომელიც მმართველი გუნდის აზრით შეიძლება იყოს მათთვის საარჩევნო პროცესში ხელის შემშლელი. მაქვს კითხვა, იცის თუ არა მან იმ კანონის შესახებ, რომელიც კრძალავს ორჯერ ერთი და იგივე ადამიანის პროკურორად არჩევას და მიაჩნია თუ არა მისი მობრუნება ამ კანონის სულისკვეთებას დანგრევა? მეორე კითხვან რომელიც მექნება ისაა, რომ თავის ერთ- ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ როცა ის გადადგა მთავარი პროკურორობიდან, მუშობა დაიწყო „სილქ როუდ ჯგუფში”. როცა ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა, „სილქ როუდ ჯგუფის” ერთ -ერთ საქმეს იძიებდა და ხომ არ ხედავს ინტერესთა კონფლიქტს?!”- აღნიშნავს კობერიძე.