დავით ბაქრაძე ნიუ-იორკში გაემგზავრა

დავით ბაქრაძე ნიუ-ორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მიწვევით გაემგზავრა. მან მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ ორი კომპანიის ერთობლივ საპარლამენტო მოსმენაზე.

„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ საპარლამენტო მოსმენები გაეროში ჩატარდება და მათი მიზანია მოამზადოს შესაბამისი რეზოულიციების პროექტები გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომისთვის.

ცნობისთვის, ბაქრაძე მიწვეულია მომხსენებლად პანელზე, განათლების შესახებ.
„წელს სრულდება 75 წელი გაეროს დაფუძნებიდან, არის საიუბილეო წელი, ამიტომ გაეროში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გენერალური ასამბლეის ჩატარებას, რომელიც გაიმართება წელს სექტემბერში და გაერო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ატარებს მთელს სერიალს ღონისძიებების, რომლის მიზანია მომზადდეს რეზოლუციების პროექტი და პოლიტიკური ხედვა გენერალური ასამბლეის სხდომისთვის. სწორედ ამ მიზნით ვარ მიწვეული ნიუორკში, სადაც როგორც მომხსენებელი ვისაუბრებ განათლების და განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე მათ შორის საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე და ასევე ვისაუბრებ იმაზე თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის რომ გაიზარდოს პარლამენტების, პარლამენტარების და ზოგადად საკანკონმდებლო ხელისუფლების ჩართულობა გაეროს მუშაობაში.

ვფიქრობ, ორივე თემა განათლების რეფორმაც და გაეროს მუშაობაში მეტი ჩართულობაც მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტისთვისაც და მთლიანად საქართველოსთვისაც, ამიტომ მოხარული ვარ, მხვდა პატივი, რომ, როგორც ექსპერტმა, პარლამენტის წევრმა მონაწილოეობა მივიღო გაეროში გამართულ ამ მოსმენებში, რომლის შედეგსაც ყველა ვიხილავთ სექტემბერში, როდესაც უკვე გაეროს გენერალური ასამბლეა მიიღებს შესაბამის რეზოლუციებს“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.