პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. არეულობა აქტივისტის ქმედებამ გამოიწვია, რომელიც პარლამენტში შესვლას ლამობდა.
„ბიძინას ბოსტანია თუ ზოოპარკია, განმარტეთ მაინც რატომ არ გვიშვებთ“, – განაცხადა აქტივისტმა და მიმართა სამართალდამცავებს.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.