კორონავირუსისგან, მხოლოდ ჩინეთში, 70 548 ადამიანია დაინფიცირებული

ახალ კორონავირუსს ბოლო ერთი დღის განმავლობაში 105 ადამიანი ემსხვერპლა, შესაბამისად, დაღუპულთა რაოდენობამ 1770-ს მიაღწია. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ადასტურებს.

ცნობისთვის, საერთო ჯამში ჩინეთში კორონავირუსისგან 70 548 ადამიანი დაინფიცირდა. აღსანიშვავია, რომ გამოჯანმრთელებული და საავადმყოფოდან გაწერილია 10 844 ადამიანი.
გუშინ, ჩინეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰუბეის პროვინციაში გადაადგილებასთან დაკავშირებით მეტი კონტროლი დაწესდეს.