დღეს, პარლამენტში ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. ცნობისთვის, სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

„2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და კომიტეტის სხდომაზე მოსმენა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.