მესტიაში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მესტიის სოფელ ჭუბერში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ექიმების განცხადებით მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის, მას დაზიანება ბეჭის არეში აღენიშნება.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.