ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ გამართავს

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი აცხადებს, რომ ირანი აშშ-სთან არასდროს გამართავს მოლაპარაკებებს.

„ირანი არასდროს გამართავს მოლაპარაკებებს ზეწოლის ქვეშ… ჩვენ არასდროს დავემორჩილებით აშშ-ის ზეწოლას და ჩვენ არ გავმართავთ მოლაპარაკებებს სუსტის პოზიციიდან. ირანის მიმართ ამერიკის მაქსიმალური ზეწოლა მარცხისთვის არის განწირული“, – განაცხადა ირანის ლიდერმა.

მან დასძინა, რომ აღმოსავლეთის რეგიონში და სპარსეთის ყურეში ირანის დახმარების გარეშე სიმშვიდე ვერ შენარჩუნდება.