გენო პეტრიაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა

გენო პეტრიაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა შანსი არ დაუტოვა ფინალის მეტოქეს, პოლონელ ბარანს.

ვერცლის მედლის მფლობელი ასევე მსოფლიოს მომქმედი გამარჯვებული ბექა ლომთაძე (61 კგ.) გახდა, ბრინჯაო კი ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.) მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ გუშინ თავისუფალი სტილი მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ევროპის დასრულებულ პირველობაზე მთლიანობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჩვენს ნაკრებს ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი შესძინეს.