ლოს-ანჯელესის ზოოპარკში პატარა გორილა დაიბადა

ლოს-ანჯელესის ზოოპარკში გორილა დაიბადა. ცნობისთვის, ეს 20 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა. დაბადებული პატარა გორილა მდედრია, მისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევიათ.
“ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად, ლოს-ანჯელესის მოსახლეობას ექნება საშუალება მომსწრე გახდეს პატარა გორილას გაზრდის, ეს ისტორიული მოვლენაა”, – განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ დედა-შვილი გორილების ფოტო „ინსტაგრამ“ გვერდზე ატვირთეს.