მაღალჩინოსანი, რომელიც ჩინეთს ესტუმრა ჩრდილოეთ კორეაში დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეელი მაღალჩინოსანი, რომელიც არ დაემორჩილა კორონავირუსის გამო გამოცხადებულ საკარანტინო წესებს და საზოგადოებრივ აბანოს ეწვია დახვდირტეს.
ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ მაღალჩინოსანი ჩინეთს ეწვია, დაბრუნების შემდეგ კი კარანტინში მოათავსეს.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ გადაასახლეს ერთ-ერთი ჩინოსანი, რომელიც ჩინეთს მალულად ეწვია.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა მაღალი რისკის გამო ჩინეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეს.