ჩინეთში კორონავირუსისგან 1716 ადამიანი დაინფიცირდა

ჩინეთში, ახალი კორონავირუსისგან 1716 ექიმი დაინფიცირდა, 6 კი გარდაიცვალა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ვიცე მინისტრი აცხადებს, რომ ექიმებს რთულ პირობებში მუშაობა უწევთ.

„წინა ხაზზე მყოფი ექიმების სამსახური არის ძალიან მძიმე, მათი სამუშაო და დასვენების პირობები შეზღუდულია, განიცდიან უდიდეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო ინფიცირების რისკი მაღალია“, – განაცხადა ზენგ იქსინიმ.
ცნობისთვის, ექიმების 87% ჰიბეის პროვინციაშია.