თურქეთი სირიაში საკუთარი ინტერესების დაცვას აგრძელებს

„როიტერსი“ აცხადებს, რომ სირიის მიმართულებით თურქეთმა ტანკებთან ერთად ათასამდე სამხედრო გააგზავნა. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი სირიაში საკუთარი ინტერესების დაცვას გააგრძელებს და ჯარისკაცების მკვლელობისთვის სირიის არმია საპასუხო დარტყმებს მიიღებს.

ცნობისთვის, თურქეთი მხარს სირიის ოპოზიციას უჭერს, ხოლო რუსეთი პირიქით, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებასა და სირიის მთავრობას.