14-16 თებერვალს საქართველოში ძლიერი ყინვა და ქარია მოსალოდნელი

14 თებერვალს საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. იქროლებს დასავლეთის ქარი, საღამოს ნალექი შეჩერდება, თუმცა დაფიქსირდება ძლიერი ყინვა.
სინოპტიკოსების განცხადებით 15-16 თებერვალს უნალექო ამინდია ნავარუდევი.

იქროლებს ძლიერი ქარი. საქართველოს დაბლობში დღის განმავლობაში დაფიქსირდება +7, +12 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთის ბარში +3, +8 გრადუსი.

„17 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 14-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამით ტემპერატურა -2, -4, ხოლო დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
17 თებერვალს თბილისში დღისით შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.