კორონავირუსით შესაძლოა მსოფლიოს ორი მესამედი დაავადდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩევლის, ვირუსოლოგი ირა ლონჯინის მოსაზრებით მსოფლიოს ორი მესამედი შესაძლოა ახალი კორონავირუსით, სახელად, COVID-19, დაინფიცირდეს. მან ეს დასკვნა ჩინეთსა და ვირუსის გავრცელების სიხშირეზე დაკვირვებით გამოიტანა.

მან დასძინა, რომ ვირუსის გავრცელება შეიძლებოდა შეჩერებულიყო, თუ ჩინეთში კარანტინი გამოცხადდებოდა თავდაპირველადვე, თუმცა მაშინ, როდესაც ჩინეთმა მსგავს გზებს მიმართა უკვე გვიან იყო, რადგან დაინფიცირებულმა მოსახლეობამ შეძლო ქვეყნის დატოვება.

ცნობისთვის, სტატისტიკის თანახმად, 1 დაავადებული ადამიანი ინფექციას გადასცემ 2 ან 3 ჯანსაღ ადამიანს. აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსისგან დაავადებულთა რიცხვმა 65 435-ს მიაღწია, ხოლო დაღუპულია 1 380 ადამიანი.