აშშ-ში რუსეთის საელჩო დაწესებულ სანქციებს უსამართლოდ მიიჩნევს

ამერიკაში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები რუსოფობიის ახალი ტალღაა.

„აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სპირალის შექმნის მოწმეები კიდევ ერთხელ გავხდით. ეს რუსოფობიის კიდევ ერთი ტალღაა,“- აღწერილია განცხადებაში.
საელჩო ასევე ამტკიცებს, რომ აღნიშნული სანქციებისთვის არავითარი წინაპირობა არ არსებობდა.

„გვსურს, ჩვენს კოლეგებს ვაშინგტონში შევახსენოთ, რომ ასეთ საკითხებზე სანქციების დაწესების უფლება მხოლოდ გაეროს აქვს. ამისთვის სერიოზული საფუძველია საჭირო. აშშ-ის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა,“- აცხადებენ საელჩოში.