რეზოლუციის ჩავარდნას ევროპარლამენტარები ეხმიანებიან

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შემაჯამებელი დოკუმენტის ჩავარდნას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან ევროპარლამენტის დეპუტატები მარკეტა გრეგორევა და რასა იუკნევიჩიანე.

“ეს არაა სიგნალი ქართველი ხალხისთვის, ესაა სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის” – ასე აფასებს მომხდარს ჩეხი კანონმდებელი მარკეტა გრეგოროვა.

საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა ლიეტუველმა დეპუტატმაც. რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს, მაგრამ არა სასამართლოების ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებას.

რეზოლუციის ჩაგდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უპრეცედენტოა. ევროპარლამენტარები, “ქართული ოცნება” და ოპოზიცია დოკუმენტის საერთო ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.