ზახაროვა-სანამ საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ ჩავა იქ რუსეთიდან, იქნება პრობლემები

დისკუსიას იმის თაობაზე თუ ვინ წარმოადგენს თბილისში რუსეთს ევროპის საბჭოს მინისტერიალზე პროვოკატორები თავიანთი ვიწრო ინტერესებისთვის იყენებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„სუვერენულ ქვეყანაში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლის ჩამოსვლით ან არ ჩამოსვლით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ეს ნიშნავს, რომ პროვოკატორები თავიანთი ვიწრო ინტერესებით მოქმედებენ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთი საქართველოს აღიქვამს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესებით.

„ვიდრე შიდაპოლიტიკური, შიდა ვითარება საქართველოში დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ ჩავა რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები იქნება და იმის მიხედვით, თუ ვინ ჩამოდის შენთან, ხელისუფლებები არ უნდა მიდიოდნენ, მინისტრები არ უნდა იცვლებოდნენ“,- განაცხადა ზახაროვამ.