დევიდ ჰოკნის ნახატი „შხეფი“ £23,1 მილიონად გაიყიდა

ლონდონის Sotheby-ის აუქციონზე ბრიტანელი მხატვრის, დევიდ ჰოკნის, ნახატი „შხეფი“ £23,1 მილიონად გაიყიდა. ნახატის თავდაპირველი ფასი 20 მლნ. ბრიტანული სტერლინგი იყო.

ცნობისთვის, ნახატი მხატვრისთვის დამახასიათებელ მინიმალისტურ სტილშია დახატული.
ცნობისთვის, ეს ნახატი 1966-77 წლებში ლოს-ანჯელესში შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ მხატვრის სხვა ნახატი, სახელად „მხატვრის პორტრეტი“ 2018 წელს 90.3 მლნ დოლარად გაიყიდა.