გახარიასა და ლავროვის შეხვედრაზე ინფორმაცია ჭორია

საქართველოს პრემიერის პრესსამსახური აცხადებს, რომ გიორგი გახარია მიუნხენის კომფერენციაზე დღეს გაემგზავრა.

ცნობისთვის, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ, განაცხადა, რომ მიუნხენში ასევე იმყოფება სერგეი ლავროვი და შესაძლოა მათ შორის დიალოგი შედგეს რუსული დელეგაციის ჩამოსვლისას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. პრესსამსახური ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„ეს არის სიცრუე. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და სერგეი ლავროვის შეხვედრა არ იგეგმება“, – აცხადებენ პრესსამსახურში.