კონსორციუმი წინასაარბიტრაჟო ვადაში გაწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენის მოითხოვს – ლევან ახვლედიანი

სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას კონსორციუმის აქციონერი საერთაშორისო ინვესტორებიც აპირებენ, – განაცხადა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.

“სამწუხაროდ, სახელმწიფო არანაირ ნაბიჯს არ დგამს , რომ საარბიტრაჟო დავას თავი აარიდოს. ჩვენგან დამატებითი მცდელობები იქნება, მაგრამ ორი თვის გასვლის შემდეგ მოგვიწევს სასამართლო დავაში შესვლა. კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ,მაგრამ კონსორციუმის გარდა, ცალკეულ ინვესტორებს შეუძლიათ უჩივლონ მთავრობას”, – განაცხადა ახვლედიანმა.

მან დასძინა, რომ კონსორციუმი წინასაარბიტრაჟო ვადაში გაწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენის მოითხოვს.

“საარბიტრაჟო დავა კომერციული ხასიათისაა,თუმცა კონკრეტულად რა ოდენობის თანხა იქნება მოთხოვნილი დამუშავების პროცესშია.
ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მცდელობა მოთხოვნის, რომ მთავრობამ ხელშეკრულება აღადგინოს”, – განაცხადა დირექტორმა.