„სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის”, – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელაც აღნიშნა, რომ „კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს“.

საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და მაგის მერე შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება – განაცხადა კალაძემ.

„გუშინ ვნახეთ ჩვენი ამ ინიციატივის შემდეგ ოპოზიციის წევრები რა მდგომარეობაში ჩავარდნენ, რა განცხადებებს აკეთებდნენ. ცხადია და ყველასთვის თვალნათელია, რომ მათ არ აქვთ სურვილი იმის, რომ ევროპარლამენტარებმა გაიგონ სიმართლე რეალურად რა ხდება ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომ მოპარულია 50 მილიონი ბიუჯეტიდან ხალხის ფული. თუმცა, ჩვენ ჩვენს სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ და გავაგებინებთ ყველას.

რა პასუხი უნდა გავცე სამადაშვილის სისულელეებზე?! მგონი, სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის. საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და მაგის მერე შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში“, – აცხადებს მერი.