შესაძლოა მაისში ან აპრილში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს – ზვიად ძიძიგური

კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური არ გამორიცხავს, რომ მაისში ან აპრილში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

მან დასძინა, რომ თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება მმართველი პარტიისთვის წამგებლიანი იქნება, რადგან მოსახლეობა ამას აღიქვამს, როგორც ოპოზიციის ზეწოლის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„რაღაც ტიპის კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგას და ოპოზიციაც უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკეების მაგიდასთან, უნდა გაგრძელდეს მშვიდ ვითარებაში, თორემ ძალიან ფეთქებადი სიტუაცია შეიძლება მივიღოთ. მე არ ველოდები იმასაც, რომ ასეთ დაძაბულ ვითარებაში, ასეთი ტიპის საერთაშორისო გამოხმაურებების ფონზე, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. არ გამოვრიცხავ, რომ ოქტომბრამდეც ვიხილოთ არჩევნები. ვადამდელი არჩევნების მექანიზმი არსებობს კანონმდებლობაში და შესაძლებელია მაისში ან აპრილში დაინიშნოს. ვადამდელი აჩევნების დანიშვნის შემთხვევაშიც ხელისუფლება დარჩება წაგებული, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფონზე არჩევნების გადმოწევა რამდენიმე თვით ადრე, ეს ოპოზიციის ზეწოლის ფაქტორად იქნება მოსახლეობაში აღქმული, რაც ფსიქოლოგიურ უპირატესობას ოპოზიციას აძლევს“,- აცხადებს ძიძიგური.