საქართველოში, იანვარში, ექსპორტი 10%-ით, იმპორტი კი 4%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასაჯაროვებს წინასწარ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში, იანვრის თვეში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4%-ით.

მონაცემები პროდუქტებზე შემდეგია:
საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა – 882.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ეს კი 5.7%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი – 262.6 მლნ. აშშ დოლარი, რაც 10%-ით მეტია. რაც შეეხება იმპორტს, 619.7 მლნ. აშშ დოლარი, რაც 3.9 პროცენტით მეტით მეტია.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსი – 357.1 მლნ. აშშ დოლარი.
საგარეო სავაჭრო ბრუნვამ კი 40.5 პროცენტი შეადგინა.