თბილისში, ევროპის საბჭოს მინისტერიალში რუსეთი მონაწილეობას მიიღებს – კარასინი

რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

თბილისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 2020 წლის 14-15 მაისს გაიმართება. საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ქვეყანამ თავმჯდომარის პოსტზე საფრანგეთი ჩაანაცვლა და უფლებამოსილებას ექვსი თვის ვადით უნდა შეასრულოს.