ჩინეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში კიდევ 242 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 242 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. საერთო ჯამში, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1350-ს აჭარბებს. ინფიცირებულია 60 ათასამდე ადამიანი.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება იაპონიაში გაჩერებულ საკრუიზო გემზეც. ბოლო მონაცემებით, ინფექცია ბორტზე 219 ადამიანს აღმოაჩნდა.

ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა გერმანიასა და ბრიტანეთშიც. ვირუსის პრევენციის მიზნით, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი ევროკავშირს თანხის გამოყოფისკენ მოუწოდებს.