ლონდონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ლონდონში კორონავირუსის ახალი ტიპის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ქალია, რომელიც ბრიტანეთში ჩინეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ის სენტ ტომასის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაშია მოთავსებული.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ეს უკვე მეცხრე შემთხვევაა.
ჩინეთში ვირუსს უკვე 1350 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა საერთო რიცხვი 48 208-ია.