დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარა გარესამყაროს მოწყდა, თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარა გარესამყაროს მოწყდა. თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს.

ჩაკეტილია ხულოს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა. ასევე შეზღუდულია მოძრაობა ბათუმი-ხულოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე.

დიდთოვლობის გამო, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი ერთი დღით გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო.

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა უხვი ნალექი გამო, ჩაკეტილია.

„მთელი ღამე თოვდა და ახლაც თოვს. გზები ჩაკეტილია, ტექნიკა მობილიზებულია და გზის გაწმენდის სამუშაოები იწყება“, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.