მარიანა ჩოლოიანი საპატიმროში რჩება

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებაში ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი საპატიმროში დატოვოს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ გამოაცხადა.
ცნობისთვის, დაცვის მხარემ აღკვეთს ღონისძიების სახით სასამართლოს 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.
შეგახსენებთ, დღევანდელ სხდომას მარიანა ჩოლოიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ ესწრებოდა.