პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს ეხმაურება

საქართველოს პირველი პირი, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს ეხმაურება პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა განიხილონ, თუ რა გზით შეიძლება ჩაერიოს პრეზიდენტი დიალოგის გასაახლებლად.