“საუბარი გვექნება შიდა პოლიტიკურ პროცესებზე”, – კობახიძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შესახებ

მმართველი პარტიის წევრმა, განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებთან საუბარი იქნება შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც წარიმართება საქართველოში.

ცნობისთვის, სტრასბურგში სამუშაო ვიზით ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე იმყოფებიან.
“საუბარი გვექნება შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც წარიმართება საქართველოში. გვინდა, გავაღრმაოთ თანამშრომლობა, ურთიერთობები და ესეც იქნება, ბუნებრივია, ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საგანი. მაქვს საინტერესო შეხვედრების მოლოდინი, რასაც მოყვება პოზიტიური შედეგი,”- აღნიშნავს კობახიძე.