კორონავირუსს დამატებით 97 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა ოდენობამ ახლა 1113-ს მიაღწია. ამ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ადასტურებს.
მართალია, 44 600 ადამიანი ამჟამად დაინფიცირებულია, თუმცა 4 740 გამოჯანმრთელდა და კლინიკიდანაც გაწერეს. ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა უხანში და მის მიმდებარე ტერიტორიებში 20 000-მდე მედპერსონალი გაეგზავნათ, უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე მედიკოსი დაემატება.
ცნობისთვის, ახალ კორონავირუსს სახელად COVID-19 უწოდეს.
? BREAKING ?
— World Health Organization (WHO) (@WHO) February 11, 2020
"We now have a name for the #2019nCoV disease:
COVID-19.
I’ll spell it: C-O-V-I-D hyphen one nine – COVID-19"
–@DrTedros #COVID19 pic.twitter.com/Kh0wx2qfzk