ფონიჭალაში ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს – შსს

შსს-ს აცხადებს, რომ 1993 წელს, წარსულში ქურდობაზე, ძარცვასა და ნარკოდანაშაულზე ნასამართლევი ო.ც. ფონიჭალაში დააკავეს. ცნობისთვის, განჩინება მოსამართლის მიერ იყო გაცემული.

აღსანიშნავია, რომ განჩინების თანახმად, სამართალდამცავებმა დაკავებულისაგან შეისყიდეს ნარკოტიკული საშუალება. ფაქტის დამადასტურებელი აუდიო-ვიდე ჩანაწერი არსებობს.

ცნობისთვის, შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებულ ო.ც.-ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოუღეს.

ამჟამად გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ის 5-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.