ჯეკი ჩანი კორონავირუსის ვაქცინის გამომგონებელს 200 ათას დოლარს გადაუხდის

ჯეკი ჩანმა განაცხადა, რომ ის 1 მილიონ იუანს გადაუხდის მას, ვინც კორონავირუსის ვაქცინას გამოიგონებს. ცნობისთვის, შეთავაზებული თანხა დაახლოებ 200 ათას დოლარს უდრის.

“ტექნოლოგიები და მეცნიერება არის მთავარი პასუხი და ვიცი, ბევრი თქვენგანი დამეთანხმება. ახლა იმედი მაქვს, რომ ანტიდოტი უახლოეს მომავალში გამოჩნდება და ასეთი იდეა მომივიდა თავში: ნებისმიერ კომპანიას თუ ადამიანს, რომელიც ამ სიტუაციიდან გამოსავალს იპოვის, ერთ მილიონ იუანს გადავუხდი”, – დაწერა მსახიობმა.