„კორონავირუსი დიდი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის“ – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი

კორონავირუსი „დიდი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. ეს მან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც 400-ზე მეტი მკვლევარი ესწრებოდა.

„შემთხვევების 99% ჩინეთში ფიქსირდება, რაც საგანგებო მდგომარეობაა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ვირუსი ძალიან დიდი საფრთხეს წარმოადგენს მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის“, – აცხადებს ადჰანომ გებრეისუსი.

მან დასძინა, რომ ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი სოლიდარობაა.
„ახლა მთავარია სოლიდარობა, სოლიდარობა და სოლიდარობა… ამ ეპიდემიის დასამარცხებლად საჭიროა ინფორმაციის ღიად და სამართლიანად გაზიარება“,- აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.