ოპონენტებს არასდროს ჰქონიად ამოცანად მოლაპარაკებები – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციონერებს არასდროს ჰქონიად ამოცანად მოლაპარაკებები.

„შეიძლება, ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა” და მის სატელიტებს მოლაპარაკებები აწყობთ. შეთავაზება 130/20 უსაფუძვლო და შეუსაბამოა ვენეციის კომისიის დასკვნებთან. შავით თეთრზე წერია, რომ რეგიონების უსამართლო გადანაწილება არ უნდა მოხდეს და პროპორციულობა უნდა დავიცვათ. დამატებითი ეჭვი ჩნდება, რომ ვიდრე წინ გიგი უგულავას თემა წამოვიდოდა, განზრახვა იყო, რომ ეს მოლაპარაკებები არ შემდგარიყო. ხელისუფლებას მოლაპარაკებები აწყობს. არჩევნების ჩატარება აწყობს და საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერის იმედი აქვს. სწორედ ეს ანალიზი გაკეთდა ჩვენი ოპონენეტების ბანაკში და ამ ანალიზიდან გამომდინარე დაასკვნეს, რომ არჩევნების გზით, პერსპექტივა არ გააჩნიათ”, – აცხადებს ვოლსკი.