სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის – მდინარაძე

მამუკა მდინარაძემ ადამ კინზინგერს უპასუხა. მისი განცხადებით, სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის, თუმცა ეს ახლანდელ საქართველოში არ ხდება, მსგავს ფაქტებს 2012 წლამდე ვაწყდებოდით.

„ნებისმიერ ჩვენს კოლეგას, ეს იქნება უცხოეთში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს თუ ა.შ, ყველას ვეტყვი, მთელი პასუხისმგებლობით, სასამართლო პოლიტიკური იარაღი „ქართული ოცნების” ხელში არ არის და საქართველოში ასე არ იქნება არასდროს. ეს ხდებოდა 2012 წლამდე. ჩვენ წარსულშიც ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, კონკრეტული განცხადებები გაკეთდა და შემდეგ რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებები ვნახეთ აბსოლუტურად პოზიტიური და განსხვავებული. სამწუხაროა, რომ ასეთი პრეცედენტი კიდევ დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რომ მსგავსი პრეცედენტი იყოს შემცირებული და მინიმუმამდე დაყვანილი”, – განაცხადა მდინარაძემ.