ხალხის მოსატყუებლად აპელირებენ პროცედურაზე და არა დანაშაულზე – მამუკა მდინარაძე

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი მოსაზრებით ოპოზიციონერები ხალხის მოსატყუებლად აპელირებენ პროცედურაზე და არა დანაშაულზე.

„ისინი აპელირებენ იმაზე, თითქოს, ეს არის ორჯერ გასამართლება ერთ საქმეზე, რაც სპეკულაციური მესიჯია. პროკურორატურა ყველა ეტაპზე ამბობდა, რომ ეს არის გაფლანგვა, რაშიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები არ დაეთანხმნენ და ეს პოზიცია გაიზიარა უზენაესმა სასამართლომ, რაშიც კანონდარღვევა არაფერია.
მთავარი ტყუილი ისაა, რომ სწორედ ამაზე, პროცედურის დარღვევაზე მიუთითებენ არგუმენტად ჩვენი ოპონენტები, სადაც რეალურად პროცეუდურული დარღვევა არაა. მეორე მხრივ, დანაშაული არის თუ არა და 48 მილიონი გაფლანგა თუ არა, ამ მიმართულებით საერთოდ არ საუბრობენ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ისინი ტყუილშიც ვამხილოთ. ისინი პროცედურულ დარღვევაზე საუბრობენ, სადაც პროცედურული დარღვევა არაა და არ საუბრობენ 48 მილიონზე და მის გაფლანგვაზე, სადაც არის რეალურად დანაშაული”, – აცხადებს მდინარაძე.