პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი პროკურატურაში დაიბარეს. ირკვევა, რომ ის მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადების შეტანის თაობაზეა დაბარებული.
ის პროკურატურაში, დღეს, 17:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
ცნობისთვის, კახა კოჟორიძემ და ანა ნაცვლიშვილმა, გენერალურ პროკურატურაში გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს.