30 000-ზე მეტი უაქციზო სიგარეტი მხოლოდ იანვრის თვეში ამოიღეს

იანვრის თვეში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 30 000-ზე მეტი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. ამ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ადასტურებს.

“ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 117 000 ლარს აღემატება”, – აღნიშნულია განცხადებაში.გამოძიება სსკ-ს მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდიდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.