მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია ჩიხში იყო შესული – რატი იონათამიშვილი

რატიო იონათამიშვილი აცხადებს, მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია ჩიხში იყო შესული და რადიკალური განცხადებების გასაკეთებლად მიზეზს ეძებდნენ.

„ქვეყნის თითოეული მოქალაქე გრძნობდა, რომ ჩვენი ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან ჩიხში იყვნენ შესული, სურვილი არ ჰქონდათ, რომ კონსენსუსი შემდგარიყო და მიზეზს ეძებდნენ იმისთვის, რომ რადიკალური განცხადებები გაეკეთებინათ. როგორც ჩანს, სცენარი შემუშავებული წინასწარ ჰქონდათ. კონსენსუსი არ არის ცალმხრივი პროცესი, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ამ საკითხის მიმართ არის უპასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების წინაშე”, – აცხადებს იონათამიშვილი.

მან დასძინა, რომ „არც 48 მილიონი ლარის და არც 48 ლარი გაფლანგვა არ დარჩება ისე“.