შემდგომში დაკავებული შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი – ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე

გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტი ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ პოლიტიკურ დევნად შერაცხა. მან დასძინა, რომ შემდეგი დაკავებული შეიძლება იყო თვითონ, მამუკა ხაზარაძე ან ნიკა მელია.

„გიგი უგულავას საქმე არის ცალსახად პოლიტიკური, მე მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ დევნა არის პოლიტიკური ხასიათის, ივანიშვილი ცდილობს მოიცილოს პოლიტიკური ლიდერები ერთი მხრივ და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად აწიოს პოლიტიკური ტემპერატურა ქვეყანაში და შექმნას დაპირისპირება ორ პოლუსს შორის. ეს არის პოლიტიკური თამაში, რომელსაც ის თამაშობს ამ ქვეყანაში რამდენიმე წელია და ჰგონია რომ ამჯერადაც გამოუვა. რაც შეეხება დასავლეთიდან მომდინარე კრიტიკას ეს კრიტიკა გაგრძელდება, ცხადია, ისინი ხედავენ და ობიექტურად აფასებენ რეალობას რაც ქვეყანაში არის. კარგია, რომ შეეშვნენ დიპლომატიურ ენას და პირდაპირ, ღია ტექსტებით გველაპარაკებიან ამას ჩემი აზრით ,მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოში მოსახლეობის განწყობაზე პოლიტიკური პროცესების მიმართ. შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი ჩემი ჩათვლით, ხაზარაძეც, მელიაც, უკვე გვყავს მინიმუმ სამი პოლიტიკური პატიმარი ეს არის: გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და ნებისმიერი შეიძლება იყოს. სამი პოლიტიკური პატიმარი იქნება თუ ხუთი ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, პოლიტიკური დევნილები გვყავს ქვეყანაში და ამას ზუსტად ასე აფასებს დასავლეთი,“ – აცხადებს ჯაფარიძე.