თბილისში ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ ყელში დაჭრა

ახალგაზრდა ქალის დაჭრის ბრალდებით სამართალდამცავებმა ყოფილი მეუღლე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს ყოფილი მეუღლე – თ.ე. ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ს 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.