რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთ-საქართველო ავიამიმოსვლაზე ალაპარაკდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ, განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოში რუსოფობიური კამპანია შეწყდება.

„შეზღუდვების გაუქმებაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ამისთვის აუცილებელი პირობები შეიქმნება. პირველ რიგში, საუბარია საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციაზე, რუსოფობიის კამპანიის შეწყვეტაზე და მას შემდეგ რაც ჩვენს მოქალაქეებს საფრთხე აღარ დაემუქრებათ“, – აცხადებს რუდენკო.