კორონავირუსს ჩინეთში დამატებით 108 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში გარდაცვლილთა ოდენობამ 1 016-ს მიაღწია. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ადასტურებს.
ცნობისთვის, ერთ დღეში, ჩინეთში, დაინფიცირებულ ადამიანთა ოდენობამ 2 478-ით მოიმატა, საერთო ჯამში 42 638 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გუშინ, პრემიერ-მინისტრ ლი კეციანის ხელმძღვანელობით, საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც მიიღეს გადაწყვეტილება ქალაქ უხანში მედიკოსთა კიდევ რამდენიმე ჯგუფი გაიგზავნოს.