ადამ კინზინგერი უგულავას დაკავებაზე – შეფასება, რომ ეს შემაშფოთებელია, მსუბუქი ნათქვამი იქნება

კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა.

კინზინგერი აღნიშნავს, რომ უგულავა იმ დანაშაულისთვის დააპატიმრეს, რომლისთვისაც უკვე მოხდილი აქვს სასჯელი.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა დღეს დააპატიმრეს ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მას უკვე მოხდილი აქვს სასჯელი, 38 თვე მიუსაჯეს. შეფასება, რომ ეს შემაშფოთებელია, მსუბუქი ნათქვამი იქნება. სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის“, – წერს ადამ კინზინგერი.