„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა სპეციალური პენიტენციური სამსახურის #9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.
„მიუხედავად სამარცხვინო და დანაშაულებრივი განაჩენისა, გიგი უგულავამ კონსტრუქციულად იმოქმედა. ისე რომ არანაირი ვალდებულება არ ეკისრებოდა, თავად გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროში“, – განაცხადა მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
იგი მიიჩნევს, რომ მოსამართლეებს შეეშინდათ უგულავას პოზიციის მოსმენის.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო, მას 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.